logo
ENG



უკრაინა ანტონოვსკის ხიდზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობას ადასტურებს

21 ოქტ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/ihkh8js8hmhx6j0.jpg

ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" პრესმდივანმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალები ადასტურებენ, რომ ხერსონის ოლქში ანტონოვსკის ხიდზე სარაკეტო თავდასხმა მათ განახორციელეს. 

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ანტონოვსკის ხიდის დაბომბვის დროს იქ მშვიდობიანი მოქალაქეები ვერ იქნებოდნენ, რადგან რეგიონში მკაცრი კომენდანტის საათი დაწესდა.

"მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ არ ვურტყამთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო დასახლებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას." - განაცხადა გუმენიუკმა.

ანტონოვსკის ხიდთან დარტყმები ღამით მოხდა, დაახლოებით ღამის 11 საათზე. მაშინ, როცა სამოქალაქო პირებისთვის ხიდზე გადასასვლელი უკვე დაკეტილი იყო. ღამით ჩატარებული ოპერაცია შეიძლება მიუთითებდეს, რომ იმ დროს დნეპრის ერთი ნაპირიდან მეორეზე რუსული სამხედრო ძალების გადაყვანა ხდებოდა. 

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ, ეკატერინა გუბარევამ განაცხადა, რომ ანტონოვსკის ხიდზე უკრაინული თავდასხმის შედეგად ადგილობრივი ტელევიზიის სულ მცირე ორი წევრი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული რუსი პროდიუსერი, ოლეგ კლოკოვია.

Unian-ის ინფორმაციით, ოლეგ კლოკოვი რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე მუშაობდა: "მოსკოვი 24", "პირველი არხი" და "რუსეთი დღეს". ოქტომბერში იგი ხერსონში ჩავიდა, რათა ოკუპანტებს პროპაგანდისტული არხის გაშვებაში დახმარებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლოკოვი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, იმყოფებოდა ჩეჩნეთის ორივე ომში და მუშაობდა კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, ფსევდონიმით "მიშა". ის ქმნიდა ინფორმაციას რუსული პროპაგანდისთვის.


close დახურვა